пятница, 4 декабря 2009 г.

"მთავარი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტია"

"გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"


შიდსთან ბრძოლის დღე წელს უკვე ოცდამეერთედ აღინიშნა. მისი მსოფლიო დღედ გამოცხადების ინიციატივა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 1988 წელს წამოაყენა და მას 140-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. სწორედ იმხანად მივიდნენ მედიკოსები დასკვნამდე, რომ შიდსი გლობალური დაავადებაა, რომელმაც მასშტაბით გადაფარა კაცობრიობის მიერ გადატანილი ყველა ეპიდემია. არც ის ყოფილა შემთხვევითი, რომ ეს დაავადება "XX საუკუნის შავ ჭირად" მონათლეს.


ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილების მონაცემებით, საქართველოში აივ ინფექციის სულ 2199 შემთხვევაა რეგისტრირებული. პირველი 1999 წელს აღირიცხა, მიმდინარე წელს კი - 348. 14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს შორის 54 შემთხვევაა გამოვლენილი. 16-დან 19 წლამდე - 16 შემთხვევა, 20-დან 24 წლამდე - 150; ორსულთა შორის კი 2009 წელს 13 ახალი შემთხვევა გამოავლინეს. გვესაუბრება ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირის კლინიკური განყოფილების ხელმძღვანელი მაია ბუწაშვილი:


- საქართველო ჯერჯერობით არ შედის იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც შიდსის პრობლემა ძალიან სერიოზულია. მაგალითად, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, რუსეთი და უკრაინა შიდსის ეპიდემიის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტემპის მქონე სახელმწიფოებია. სწრაფად ვრცელდება ეპიდემია ყაზახეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ასე რომ, ჩვენთან რისკი საკმაოდ მაღალია, თუნდაც იმის გამო, რომ მეზობელ ქვეყნებში უკვე ასეთი სურათია. თანაც სტატისტიკა ყოველწლიურად იცვლება, შემთხვევათა რაოდენობა იმატებს. ორსულთა შორის კატასტროფული მაჩვენებელი ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის, ისიც საგანგაშოა. თუ ორსულს შიდსის ვირუსი დროულად აღმოვუჩინეთ და სათანადო მკურნალობაც დაინიშნა, ნაყოფის დასნებოვნების რისკი ძალიან მცირეა. ინფიცირების რისკს ამცირებს საკეისრო კვეთაც.

Комментариев нет:

Отправить комментарий