вторник, 18 августа 2009 г.




- რა არის ინფიცირების ძირითადი გზა?

- ინფიცირების რამდენიმე ძირითადი გზა არსებობს:

სქესობრივი. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, სქესობრივი გზით აივ-ინფიცირების ალბათობა ყველაზე მაღალია და 70-80%-ს შეადგენს.

ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება (ინფიცირება საერთო შპრიცით). ასე ვირუსი უფრო ნაკლებად გადაეცემა, ვიდრე სქესობრივი გზით. ამ გზით ინფიცირების სიხშირე 5-10%-ია. სწორედ საერთო შპრიცის გამოყენების გამოა ნარკომანებს შორის შიდსი საკმაოდ გავრცელებული.
ვერტიკალური გზით, ანუ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე. ვირუსის გადაცემის ალბათობა ამ შემთხვევაში 5-10%-ია. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 700000 აივ-ინფიცირებული ბავშვი იბადება. ამჟამად საქართველოში აივ-ინფექციაზე ყველა ორსულს არ იკვლევენ. ქალი მხოლოდ ამ შემთხვევაში იგზავნება გამოკვლევისთვის, თუ მკურნალმა ექიმმა ინფექციის არსებობა იეჭვა.
შეუმოწმებელი სისხლის გადასხმით.

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში 40 მილიონამდე ინფიცირებულია. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ მათ შორის ძალიან ბევრი მოზარდია.

- რისი ბრალია ეს?

- ამ ასაკობრივ ჯგუფში ძალიან არის გავრცელებული ნარკომანია, კერძოდ, ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარება. კიდევ ერთი პრობლემა ინფორმაციის დეფიციტია. ფრაზა, რომ შიდსი საშიში დაავადებაა, მოზარდებისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. საჭიროა, ისინი უფრო სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ მის შესახებ.


მიუხედავად არაერთი მცდელობისა, აივ-ინფექციისგან დამცავი ვაქცინა ჯერჯერობით არ აღმოუჩენიათ, ამიტომ გადავურჩებით თუ არა ვირუსს, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

Комментариев нет:

Отправить комментарий